მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ამერიკელმა შეცდომით ლატარიის ორი იდენტური ბილეთი იყიდა და ორივეთი ჯეკპოტი მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
„საწოლში ვიწექი და კალათბურთს ვუყურებდი. ვერ გავიხსენე, მქონდა თუ არა ბილეთი შევსებული. ავდექი და მეორეჯერაც შევავსე...როდესაც მოგების შესახებ გავიგე, იატაკზე დავწექი, რადგან მომხდარს ვერ ვიჯერებდი. ეს ნამდვილად ღვთის წყალობაა", - ამბობს სკოტ ტომასი.
სკოტმა გადაწყვიტა, თანხა ერთიანად გამოეტანა და ორივე ბილეთისთვის $780 000 მიიღო. მისი თქმით, მოგებული თანხით გადასახადების დაფარვას, ფულის ბიზნესში ჩადებას, ოჯახის წევრებისთვის დახმარებასა და სახლის ყიდვას აპირებს.