რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
უკრაინამ რუსულ მხარეს იმ სამხედრო ტყვეთა სია გადასცა, რომელთა გაცვლაც „1000-1000-ზე“ ფორმულით იგეგმება, – ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ სამხედრო ტყვეთა მკურნალობის საკითხებში საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი იუსოვმა აცნობა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ სია მიიღეს.
მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ მოსკოვმა საკუთარი სია კიევს უკვე გადაუგზავნა.
ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეული იყო უკრაინული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებებზე სტამბულში. როდის მოხდება გაცვლა, ჯერ უცნობია.