„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები", მის განვლილ გზაზე ისაუბრა.
როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ძიუდოისტი გამხდარიყო და წარმატებისთვის მიეღწია, 10 წლის ასაკში მოუწია სახლის და ოჯახის დატოვება და სხვა ქალაქში გადასვლა. როგორც იხსენებს, რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ამ ყველაფერმა მთავარ მიზნებს ხელი შეუწყო.
"მახსოვს 8 წლის ასაკში, სანამ ძიუდოზე შევიდოდი, მიყვარდა ბიჭებთან ერთად თამაში, ხან ფეხბურთს ვთამაშობდი, ხან კალათბურთს, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ერთხელაც, ჩემი მეგობრები ძიუდოზე შევიდნენ და მეც გასართობად შევედი, თუმცა არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ძიუდო, რა მელოდა მომავალში. შემდეგ, როდესაც მივხვდი, რომ ეს არც გართობა იყო და თამაში, ბიძაჩემმაც შეხედა ამ ყველაფერს, რომ ამ სპორტში პერსპექტივა მელოდა და ბიჭებს, ვისთანაც ვვარჯიშობდი, თითქმის ყველას ვუგებდი, გადაწყვიტა წამოვეყვანე რუსთავში. 10 წლის ასაკში წამომიყვანა რუსთავში. მე და ბიძა მარტო ვცხოვრობდით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე დღეს წარმატებული სპორტსმენი ვყოფილიყავი, რუსთავიდან ყოველდღე დამყვებოდა თბილისში ვარჯიშზე, რთული იყო ეს ყველაფერი.
პარალელურად, სკოლაშიც დავდიოდი, სკოლიდან დაბრუნებულს ჭამაც ვერ მომისწრია, ეგრევე ჩამილაგებია კიმონოები და გავქცეულვართ სავარჯიშოდ თბილისში. გვიან ღამით ვსწავლობდი გაკვეთილებს და ბევრჯერ წიგნებზეც დამძინებია, თუმცა ეს ყველაფერი არ მირთულდებოდა, რადგან მიზანი უნდა დამესახა და ამ სპორტში გავხდებოდი ძალიან წარმატებული.
ჩემი ოჯახი სვანეთში დარჩა, მენატრებოდნენ ჩემი მშობლები, დედმამიშვილები, თუმცა მაძლიერებდა ის, რომ 10 წლის ასაკში მივხვდი, რომ შემეძლო გავმხდარიყავი დიდი სპორტსმენი. 10 წლის ბავშვისთვის რთულია მშობლები დატოვო და წამოხვიდე თბილისში, რა თქმა უნდა, ბევრჯერ მიტირია ამ ყველაფრის გამო, ხშირად ვერ მივდიოდით სვანეთში, მაგრამ მაძლიერებდა ჩემი მიზანი, ჩემი მოტივაცია და დღეს ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. ყოველი შეჯიბრების წინ, ყოველთვის მახსენდება ჩემი წარსული, რა გზა გავიარე და ვფიქრობ, რომ თუ გინდა გახდე წარმატებული, უნდა გქონდეს ისეთი წარსული, რომ მოტივაცია მოგცეს მომავალში.
ბევრი ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ძიუდო არ იყო ქალის სპორტი, უნდა დავკავებულიყავი ან ცეკვით ან რაიმე მარტივით, თუმცა არცერთს არ ვუსმენდი, დაჟინებით ვითხოვდი, რომ მინდოდა ამ პორტში ვყოფილიყავი და ჩემი სიტყვა მეთქვა. იყო მომენტები, როდესაც დედამ დამანებებინა თავი, არ მაძლევდა უფლებას, რომ ძიუდოზე მევლო, მაგრამ ჩუმად დავდიოდი. მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს, რომ მანახა ცხოვრება", - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.
„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753730395