1779396803
თბილისში მიმდინარე სამბოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა - ქართველმა სამბისტებმა 13 მედალი მოიპოვეს
თბილისში სამბოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრების პირველივე დღეს ევროპის ჩემპიონობა ავთო მუკბანიანმა იზეიმა, საერთო ჯამში კი, ქართველმა სამბისტებმა 13 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაოს მედალია.
კონტინენტის პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა.
საქართველომ სამბოს ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში უკვე მეორედ უმასპინძლა.












