ტაილანდურ კრივში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა

ტაილანდურ კრივში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა

 ისტორიაში პირველად ტაილანდურ კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

4 ასაკობრივ კატეგორიაში, 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მედლების 26 კომპლექტი გათამაშდა. ღონისძიებას ტაილანდური კრივის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ერდოღან აიდინი ესწრებოდა; ტურნირის მსაჯი იყო საერთაშორისო კატეგორიის მოწვეული მსაჯი, მურატ კაზაზი.