,,მანქანა აფეთქდა და მერე სახლის სახურავს გადაედო...“ - რა ხდება ამ წუთებში ნახალოვკაში
1754768534
ბულგარული საფეხბურთო კლუბი სოფიის „არესი“ ქართული საფეხბურთო კლუბის, სოხუმის „დინამოს“ პარტნიორი გახდა – ინფორმაციას სოხუმის „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ბულგარეთის ქალაქ ბანსკოში, ქართულ საფეხბურთო კლუბ სოხუმის „დინამოსა“ და ბულგარულ საფეხბურთო კლუბ სოფიის „არესს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. წელიწადში ორჯერ სოხუმის „დინამოს“ სამი მოთამაშე სრულიად უფასოდ შეძლებს სოფიაში გამგზავრებას, ხოლო ქართულ კლუბს ბულგარელი ფეხბურთელები ეწვევიან – მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას როგორც ვაჟ, ასევე ქალთა გუნდებს შორის.
მემორანდუმს ხელი კლუბების პრეზიდენტებმა მოაწერეს – სოხუმის „დინამოს“ მხრიდან დავით თაქთაქიშვილმა, ხოლო სოფიის კლუბის მხრიდან – რასენ ტანევმა.