რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 11 პირი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ლ.ჭ., 1999 წელს დაბადებული დ.ძ., 1978 წელს დაბადებული გ.ჩ., 1987 წელს დაბადებული კ.გ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ბ.ქ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული თ.მ., 1984 წელს დაბადებული ა.ს., 1961 წელს დაბადებული მ.მ., 1976 წელს დაბადებული გ.მ., 1981 წელს დაბადებული ზ.ქ., და 1970 წელს დაბადებული რ.მ.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი,
საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე, 236-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.