1753353596
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა

ბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში მეორე გამარჯვება მოიპოვა – მან მეთექვსმეტედფინალში ამერიკელი ვილიამ მორილი 15:11 დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად ეგვიპტელ მოჰამედ ამერს 15:00 საათზე დაუპირისპირდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება – პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.