1749744057
ქართველ გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან - მერაბ დვალიშვილი

მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. UFC-ის ჩემპიონი ამ წუთებში რიყის პარკში იმყოფება და გულშემატკივრებს ხვდება. დვალიშვილი თბილისში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. მას ქართველმა გულშემატკივრებმა დახვედრა მოუწყვეს. UFC-ის ჩემპიონმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
"ქამარი კიდევ ერთხელ დავიცავი, კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ მაგრები ვართ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბრძოლას, ვფიქრობდი ფინიშნს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ დარტყმებით დაფინიშებას. მოვახერხე მისი მახრჩობელათი დამარცხება. რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ჯანი და ღონე მაქვს. საბრძოლველი ბევრი გვაქვს, მთავარია ვვითარდებით. რაც შეხება საქართველოში გეგმებს, ახლა ერთი კვირით ვარ ჩამოსული, ჩამოვიყვანე სტუმრები და რაც შეიძლება მეტი კონტენტის გადაღება, მეტი ფოტო და ვიდეოს გადაღება ნინასთან ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები", - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად იმყოფება, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც ბაქოში UFC-ის ღონისძიებას დაესწრება. 34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს დაიცვა, მან ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.