ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის განაჩენი ცნობილია
1778067278
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად მიუნხენის „ბაიერნთან“ საპასუხო შეხვედრას გამართავს. მატჩი „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით 23:00 დაიწყება. გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. კვარაცხელიამ იმ თამაშში დუბლი შეასრულა.
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული კი „არსენალი“ გახდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე საპასუხო შეხვედრაში „ატლეტიკო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.