შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
„რომა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. როგორც La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ გამოცემაში ვკითხულობთ, დედაქალაქურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის თაობაზე პირველი შეთავაზება უკვე გააკეთა - საუბარია €18 მილიონზე! ამავე სტატიაზე დაყრდნობით იმასაც ვიგებთ, რომ ლიონი 24 წლის ფორვარდს მინიმუმ €20 მილიონად აფასებს, შესაბამისად, „რომას“ შეთავაზების გაზრდა მოუწევს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ქართველი ფორვარდით სანდერლენდი, ფენერბაჰჩე და გალათასარაიც სერიოზულად ინტერესდებიან.
რაც შეეხება ფრანგული კლუბის ფინანსურ პრობლემებს, ლიონს 10 ივლისს სააპელაციო სასამართლო ელის, სადაც "Les Gones" საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნას გააპროტესტებს.