„სალერნიტანას“ ლოჩოშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა მილიონად სურდა - გეგმები გუნდის სერია C-ში გავარდნამ ჩაშალა

ლუკა ლოჩოშვილი

„სალერნიტანას“ „კრემონეზედან“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ სერია C-ში გუნდის გავარდნამ ყველა გეგმა ჩაშალა. ახლა ქართველი მცველის მიმართ ინტერესს „აველინო“ იჩენს – ამის შესახებ გამოცემა Calcio Salernitana წერს.

„სერია C-ში გავარდნის გამო „სალერნიტანას“ ბევრი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს. წასვლა გადაწყვიტა ლუკა ლოჩოშვილმაც, რომლის კარიერა შეიძლება სალერნოდან რამდენიმე კილომეტრში გაგრძელდეს. „აველინომ“ ქართველი მცველის შეძენა გადაწყვიტა და მზადაა, „კრემონეზესთან“ შეთანხმებას მიაღწიოს. იგივე სურდა „სალერნიტანას“, რომელმაც ლოჩოშვილის შესანარჩუნებლად კრემონელებს ტრანსფერის გამოსასყიდად ერთი მილიონი ევრო ოფიცილურად შესთავაზა, მაგრამ „სალერნიტანა“ სერია C-ში გავარდა, რამაც მათი გეგმები ჩაშალა,“, – წერს Calcio salernitana.