შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე გამოსვლა მესამე წრეში დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეექვსე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში დამარცხდა მსოფლიოს ასმეოთხე ჩოგანთან, ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან - 4:6 3:6 4:6.
მესამე წრემდე ბასილაშვილმა უიმბლდონის კორტზე ჩეხი ლუკას როსოლი და ფრანგი ქუენტინ ალისი დაამარცხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წყვილთა ტურნირშიც იღებს მონაწილეობას და მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად, მეორე წრის შეხვედრას ელოდება.