პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა
1745870099
უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ფრანგულ კლუბზე, მწვრთნელზე, თანაგუნდელებსა და ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. 24 წლის ფეხბურთელი არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოპოვების მოლოდინშია.
ლუის ენრიკეს სიკეთესა და „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევის მრავალფეროვნებაზე
„ჩვენ ბევრი მაღალი დონის თავდამსხმელი გვყავს, სწორედ ამან გვაქცია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გუნდად“, – თქვა პარიზელთა თავდამსხმელმა, როდესაც მისი გუნდი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩისთვის ემზადებოდა.
კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ „ნაპოლიდან“ იანვარში შეუერთდა, თუმცა ქართველი საქმეს სწრაფად შეუდგა და უკვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში.
პარიზში გადასვლაზე
„რთულია, როდესაც გუნდს შუა სეზონში უერთდები, ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის დრო ცოტაა. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად შევძელი, რაც პერსონალის, მწვრთნელების, კლუბის და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურებაა. ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც მიგიღებენ და გაგრძნობინებენ, თითქოს მათთან დიდი ხანია ხარ.
პარიზში გულშემატკივრების მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. როდესაც მოედანზე გავდივარ, თავს ბედნიერად და დიდ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა – აქ ისე გექცევიან, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და გააცნობიერო, თუ რამდენად ღირებული მოთამაშე ხარ“.
ლუის ენრიკე პატივისცემით მექცევა…
„მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ლუის ენრიკემ თავისი ადამიანური თვისებებითა და ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როდესაც მწვრთნელი მშვიდად გიხსნის ყველაფერს, მოთამაშე უფრო მეტად ცდილობს, რომ უკეთესად ითამაშოს. ლუის ენრიკე გაგრძნობინებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, რომ ყველაფერი უნდა გასცე კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. ის ფეხბურთელებს დიდი პატივისცემით ექცევა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მოახდინა“.
ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლებელია
„ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთში ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს იქ თამაშზე და ყველას მოგება სურს, თუმცა ეს წარმოუდგენლად რთულია. სახელი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ეს ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ტურნირია. ნახევარფინალში მოხვედრილ ყველა გუნდს აქვს უნარი, გამარჯვებული გახდეს. ვცდილობთ, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოგვდის. მთავარია, სრულად ვიყოთ კონცენტრირებულნი ყველა მატჩზე, რომელიც წინ გველის. მჯერა, რომ „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ყველაფერი შესაძლებელია“... სრულად