მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში გოლი გაიტანა

მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველივე ტურში გოლი გაიტანა და „ლიონს“ გასვლით მატჩში „ლანსის“ დამარცხებაში დაეხმარა – 1:0.

ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში პირველ ტაიმის ბოლოს გახსნა. მეორე ტაიმში „ლანსმა“ დიდი ძალებით შეუტია, საკმაოდ მწვავედ თამაშობდა, მაგრამ „ლიონმა“ თავის დაცვას მოახერხა და საბოლოოდ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, გიორგი მიქაუტაძემ კი – პირველი გოლი.