მარნეული საქართველოს თასის მესამე ეტაპს უმასპინძლებს მშვილდოსნობაში

მშვილდოსანი

მარნეულის მუნიციპალიტეტი 2025 წლის 18-21 სექტემბერს უმასპინძლებს მშვილდოსნობაში საქართველოს თასის მესამე ეტაპის შეჯიბრებას. ღონისძიება გაიმართება სოფელ წერეთლის სტადიონზე და მოეწყობა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთობლივი ორგანიზებით.

შეჯიბრება გაიმართება ინდივიდუალურ ფორმატში და მოიცავს მხოლოდ კლასიკური მშვილდის კატეგორიას. ტურნირის ბოლო დღეს, 21 სექტემბერს, დაგეგმილია ფინალური შეხვედრები და გაიმართება სპორტის დამსახურებული მუშაკის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის სახელობის თასის გათამაშება.

თასის მფლობელს გადაეცემა ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი და III ადგილი – 200 ლარი.

სპორტული ღონისძიება მიზნად ისახავს მშვილდოსნობაში მომავალი თაობის მოტივაციასა და განვითარების ხელშეწყობას, ასევე რეგიონში სპორტული ცხოვრების განვითარების მხარდაჭერას