ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
რესლინგის ლეგენდა ჰალკ ჰოგანი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰალკმა პროფესიონალური რესლინგი საოჯახო გასართობ სპორტად აქცია. ჰალკამდე რესლინგი ძალიან ვიწრო აუდიტორიას მოიცავდა. რინგზე ჰალკის თეატრალური პერფორმანსები კი ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა, რამაც სპორტი ახალი სიცოცხლით აავსო.
ჰოგანმა პოპ კულტურის ფენომენი "ჰალკმანია" 1984 წელს მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონობისთვის აირონ შეიკის დამარცხებით წამოიწყო - ეს სიგიჟე კი მას შემდეგ არ განელებულა, მისი საფირმო ბენდენითა და ულვაშით, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში გულშემატკივრები აკოპირებდნენ.
ჰოგანს უამრავი დასამახსოვრებელი პერფორმანსი ჰქონდა, მათ შორის 2002 წელს WrestleMania X8-ზე დუეინ The Rock ჯონსონის წინააღმდეგ.