მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეაჩერა და ბათუმის "დინამოში" ოფიციალურად გადავიდა.
UEFA-ს გადაწყვეტილებით, რუსეთის პრემიერ-ლიგის ლეგიონერებს უფლება აქვთ 30 ივნისამდე სხვა გუნდებში ითამაშონ, შემდეგ კი ისევ კლუბებში უნდა დაბრუნდნენ. თუმცა, უკრაინის ომის გამო მოვლენები ისე ვითარდება, რომ შესაძლოა ფეხბურთელებს საბოლოოდ დართონ კონტრაქტების გაწყვეტის უფლება.
ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 16 მილიონი ევროა.