კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა

კვარა

„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა.

24 წლის გარემარბმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა „ანჟერთან“ გამართა და 1:0 მოიგო, კუნთის პრობლემების გამო გამოტოვა.

კვარაცხელიამ გასულ ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და კლუბის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, არ გაერისკა. ქართველი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს ელის. თბილისის დროით, 23:05-ზე პსჟ სტუმრად „ტულუზას“ დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე ორიდან ორი მოგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ტულუზასთან“ მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის და საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ელის. 4 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან, 7-ში კი ბულგარეთს ეთამაშებიან.