სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას უნდა წაიკითხოთ
1756323725
ცენტრალურ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 6800 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 30 აგვისტოს 10:00 საათიდან და დასრულდება 19:00 საათამდე.
„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 10:00 სთ-დან 30 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ოქროყანაში – ,,ა", ,,ბ", ,,გ" ზონის, 1 მაისის, აკაკი ხორავას, ამაღლების, გელოვანის, დ.გურამიშვილის ქუჩისა და ჩიხების, თბილისის, ბესიკის, ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილის, ყაზბეგის, ხერგიანის, ცივწყაროს, აკ. წერეთლის, ჭავჭავაძის, ციურიხის, სატყეოს, მეფუტკრეობის, კოჯრის, ლაღიძის, სანავარდოს, ნ. ბურის ქუჩების, წავკისის ველის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის, სოფ. წავკისისა და ტაბახმელის გზაზე, ასევე ფუნიკულიორის ზემო პლატოზე, პარკის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.
ასევე გაზის მიწოდება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს: შპს ,,კოლხეთს", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შპს ,,თაღლაურა მენეჯმენტ კომპანის", სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ოქროყანის #162 ბაგა-ბაღს, #28 საჯარო სკოლას, ოქროყანის ეკლესიას, სს ,,ქართუ ჯგუფს", შპს ,,ოქროყანა რიზორთს"-ს, შპს ,,თბილისის პარკს", შპს ,,ეს-ჯი ეს გრუპს", შპს ,,მთაწმინდის პარკს", შპს ,,ტელერადიოცენტრს", შპს ,,ჰასკი ჯგუფს", სოფ. წავკისში (ოქროყანა-წავკისს შორის) შპს ,,ენ სი დი ოქროყანა"-ს ტერიტორიაზე და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზის მიწოდება შეუწყდება ამაღლების III ჩიხი 6-ში მდებარე შპს ,,სამშენებლო კომპანია მონუმენტმშენი"-ს საცხოვრებელი კორპუსის, ასევე სოლოლაკის ხეივანი 8-ში მცხოვრებ კერძო სექტორის ორ აბონენტს.
ასევე ლადო ასათიანის ქ. 30-ში ( მცხოვრებ მოსახლეობას, ლადო ასათიანის ქუჩაზე – საჯარო სკოლა # 43 (, მეექვსე საავტორო სკოლას სოლოლაკის ხეივანში მდებარე შპს ,,ფინსერვისი XXI"-სს (ც45- , შპს ,,დიპლომატს" - ), კოჯრის ახალი გზა # 7-სა და 10-ში (ახლ. მარო მაყაშვილის აღმ. 5, 7, 9) მდებარე შპს ,,თბილისის ხედი"-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ, საბიუჯეტო ობიექტებს.
ვაკის რ-ში - გაზის მიწოდება შეუწყდება უჩანეიშვილის ქ. 2ა-ში მდებარე თეა ალთუნაშვილის საცხ. კორპუსი, ბაგების ქ. 1, 2, 3, წყნეთის გზ. შეს.3, წყნეთის გზ. 2, 7, 7ა, 15, 15/17, 17, 23, 29-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, არჩილ ამაღლობელის, ბაგები-იმედაძის ქუჩის, გასავალის, ჩიხის, წყნეთის გზ. ჩიხის, გას, შეს, ქუჩის, უჩანეიშვილის ქუჩის, ბესარიონ ბელინსკის, წყნეთის, კორძაიას, ვახტანგ ტაბლიაშვილის, მალხაზ დოლიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე, ჭავჭავაძის გამზ. 84-ში განთავსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს ექს. დასკ. გამოკვ. ცენტრს, შპს ,,პრემიუმ ბეიქერი".
წყნეთში – დავით აღმაშენებლის, მაია წყნეთელის, სააკაძის, სტალინის (ახლ. Aამილახვარის), საირმის, გორკის, თამარ მეფის, ლესელიძის, კოსტავას, ორბელიანის, რუსთაველის, ქ. წამებულის, ვაჟა-ფშაველას, გრიშაშვილის, თევდორე მღვდლის, ჩოლოყაშვილის, ფიროსმანის, ტაბიძის, არსენას, ჭავჭავაძის ქუჩებისა და ჭავჭავაძის მიმდებარედ – ქეთქეთების დასახლების, ასევე სატყეო უბნის, ვაშლის ბაღის ტერიტორიასა და მწვანე ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას, წყნეთის ,,ა" ზონა, 12კ, წყნეთის ,,ბ" ზონა, ,,გ" ზონა, 2კ, 3კ, ეკ. კორპ. 1, წყნეთში – თამარ მეფის ქ. 17, 25, 42-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე წყნეთი – აფხაზეთის, ახალდაბის, გაგრის, გორგასლის, გრიშაშვილის, გორკის, გურამიშვილის, თამარ მეფის ქუჩის, ჩიხისა და შესახვევის, ილიკო სუხიშვილის, იაკობ გოგებაშვილის, სააკაძის, იფნის-ბარის, რუსთაველის, სატყეოს, ქ. წამებულის, ყაზბეგის, ცეკავშირის დას, წერეთლის, მაია წყნეთელის ქუჩისა და შესახვევების, ე. წ. ,,ვაშლის ბაღები"-ს ტერიტორიის, ნუშის ბაღების ტერიტორიაზე, წყნეთის ,,ა" ზონის (სამთავრობო ზონის), წყნეთის "ბ" ზონისა და სოფ. ახალდაბაში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება # 118-ე საბავშვო ბაგა-ბაღს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს (საქსტატი), გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის განყოფილებას, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიას, კოპალას, სს ,,ნიკორას", ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტულ ცენტრს", დიდგორის რაიონის გამგეობის შენობასა და ასევე წყნეთის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა მცირე კომერციულ ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 30 აგვისტოს 10:00 სთ-დან და დასრულდება 19:00 სთ-მდე.
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.