სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1756185650
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი - 2025" ჩატარდა. ტურნირი 22 აგვისტოს დაიწყო და 24 აგვისტოს დასრულდა. ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ, ჩემპიონობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი პოლონეთის ეროვნული ნაკრები გახდა, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა „საქართველომ" დაიკავა. საქართველომ ამერიკულ ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირს პირველად უმასპინძლა.
ფინალს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა უნგიაძე დასახელდა.
ჩემპიონატის დაწყებამდე აშშ-ის დელეგაციამ, რომელსაც ამერიკელი მოქმედი სპორტსმენი ტაირიკ ნობლი უძღვებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაატარა.
ტურნირის მხარდამჭერები ასევე იყვნენ ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IFAF) და გუბერნატორ ჯორჯ პატაკის ცენტრი აშშ-იდან (Governor George Pataki Leadership and Learning Center).
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.