მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ისტორიული მატჩი – საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა.
ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მყოფი უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხეს.
მატჩის დასასრულს ბორჯღალოსნებთან ერთად გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იზეიმა.
ამ ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში პრეზიდენტის „ფეისბუქ “გვერდზე გავრცელდა.
„გამარჯვება რაოდენ ტკბილია! გილოცავთ ბიჭებო! გილოცავ საქართველო!“ – დაწერა პრეზიდენტმა.


