გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში „ნაპოლის“ გუშინდელ თამაშს ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:
„ულამაზესია ეს ბაღანა. ეს ნაპერწკლებიანი, ანთებული თვალები ლაპარაკობენ მის გარდაუვალ დიდ მომავალზე. მთელი ვნებით თამაშშია.
ადრე რონალდინიოს ვარსკვლავებიანი, მოცინარი თვალები მახარებდა, მიუხედავად იმისა, ფეხბურთის მაყურებელი ზოგადად არ ვარ. იმას სიხარული ეტყობოდა, არა ტანჯვა, არა "სამუშაოს ტვირთი", არა დაძაბული მიზანი, არამედ, ცეკვა, კუნტრუში, ტკბობა, ჰოდა ვუყურებდი სამბას გაკვეთილებივით“,- წერს ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ექსპერტების თქმით, ასეთი მატჩის ასეთი თამაშით და ასეთი ანგარიშით მოგება ყველა ლოგიკით მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდება.