1761855398
დათი ქოქრაშვილი პარასპორტსმენი გახდა - პარალიმპიური კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს
 
                                                                პარალიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, პარალიმპიურ კომიტეტში და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული მოზარდი, 9 წლის დათი ქოქრაშვილს უმასპინძლეს და ახლა უკვე მოზარდი მათი ოჯახის წევრი გახდა.
„მოხარული ვართ, რომ დათი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა! გვჯერა, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










