7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
ბორჯღალოსნების მიერ უელსის უძლიერესი ნაკრების კარდიფში (13:12) დამარცხებამ სარაგბო სამყარო აალაპარაკა. საინტერესო და სახალისო პოსტი გამოაქვეყნა ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა, რომელიც მთელი მსოფლიოდან მოლოცვებს იღებს.
„სანამ ჩვენ მოლოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ჯორჯის შტატის რაგბის კავშირი (ამერიკის შეერთებული შტატები) და ჩვენ დღეს უელსისთვის არ მოგვიგია. თუმცა, მადლობა! ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – ვკითხულობთ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
