სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო ბუდუ ზივზივაძე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
გერმანიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩის დროს „ჰაიდენჰაიმსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის, უხეშობის გამო, ქართველი თავდამსხმელი მოედნიდან გააძევეს. მისმა გუნდმა მატჩი 0:3 დათმო.
ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმს“ ვერ დაეხმარება 20 სექტემბერს „ჰამბურგთან“, 27 სექტემბერს „აუგსბურგთან“ და 5 ოქტომბერს „შტუტგარტთან“ მატჩების დროს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებს ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე შეხვდება – „ჯვაროსნები“ 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 14-ში – თურქეთ