ავსტრალიამ თურქეთი დაამარცხა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

მუნდიალი

24-წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა. D ჯგუფის პირველი ტურის მატჩში ვინჩენცო მონტელას გუნდი ავსტრალიას ხვდებოდა და 0:2 დამარცხდა.

ავსტრალიელებმა ორჯერ კარგად დაიჭირეს კონტრშეტევაზე მეტოქე. 27-ე წუთზე სწრაფი შეტევა „უოტფორდის“ ფორვარდმა ნესტორი ირანკუნდამ დაასრულა გოლით, მეორე შემთხვევაში კი 75-ე წუთზე „სანკტ-პაულის“ ნახევარმცველმა კონორ მეტკალფმა ცენტრიდან ატარა ბურთი და საჯარიმოს გარედან ახლო კუთხეში იდეალურად დაარტყა.

მატჩის გმირი აღმოჩნდა ავსტრალიის ნაკრების 22 წლის მეკარე მეკარე პატრიკ ბიჩი, რომელმაც რვა დარტყმა მოიგერია.

ავსტრალიამ, რომელიც ზედიზედ მეექვსედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფისკენ. პირველი ტურის შემდეგ, D ჯგუფს ის და აშშ ლიდერობენ და მეორე ტურში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. მატჩი ლიდერებს შორის 19 ივნისს 23 საათზე დაიწყება. მეორე ტურის მეორე მატჩში ასევე 19 ივნისს (08:00) თურქეთი და პარაგვაი ითამაშებენ.