„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
მიანმაში გიგანტური ლალი აღმოაჩინეს, რომლის მასა 11 000 კარატს აღწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირფასი მინერალია, რომელიც ქვეყანაში ოდესმე უპოვიათ.
ძვირფასი ქვა 2.2 კილოგრამს იწონის და მას მანდალაის რეგიონის ქალაქ მოგოკიში მიაკვლიეს — ტერიტორიაზე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ლალითაა ცნობილი.
მიანმას პრეზიდენტი მინ აუნ ჰლაინი ახალი აღმოჩენილი ლალით ხელში გაზეთ Global New Light of Myanmar-ის გარეკანზეც გამოჩნდა.
სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს იმავე რეგიონში უფრო დიდი — 21 450-კარატიანი ლალი აღმოაჩინეს, ახალი ქვა შესაძლოა გაცილებით ძვირფასი აღმოჩნდეს. ამის მიზეზად ექსპერტები მის განსაკუთრებულ ფერს, მაღალ ხარისხსა და იშვიათ სისუფთავეს ასახელებენ.
მიანმას ხელისუფლებას ლალის ზუსტი ღირებულება ამ დრომდე არ დაუსახელებია.
ცნობისთვის, მოგოკის რეგიონი საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ტერიტორია იყო. ისტორიულად, ამ ადგილის დასაუფლებლად იმპერატორები, მეფეები და მხედართმთავრები ხშირად იბრძოდნენ, რადგან სწორედ აქ მოიპოვება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლალი.