Netflix-მა ვიქტორია ბეკჰემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ვიქტორია ბეკჰემი

Netflix-მა ვიქტორია ბეკჰემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო - ტრეილერი ინტერნეტსივრცეში  ცოტა ხნის წინ გავრცელდა.  

როგორც ცნობილია, პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. მასში მთავარი აქცენტი ვიქტორიას  განვლილ გზაზე კეთდება - მუსიკალური კარიერიდან დაწყებული, დღევანდელი მდგომარეობით დამთავრებული. 

როგორც დიზაინერმა აღნიშნა,  ეს ფილმი მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან მისი საშუალებით გულშემატკივრებს საკუთარ თავს  კიდევ უფრო ახლოს გააცნობს. 

ვიქტორიას თქმით, Spice Girls-მა აქცია ის იმათ, ვინც დღეს არის. 

ვიქტორია ბეკჰემზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი Netflix-ზე 9 ოქტომბერს გამოვა.