1745440671
მატილდა გვარლიანი SITUATIONIST-ის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახე გახდა

მატილდა გვარლიანი, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო მოდის არენაზე ადგილს მტკიცედ იკავებს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში: ქართველი მოდელი დიზაინერ, ირაკლი რუსაძის, ბრენდის, SITUATIONIST-ის, 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კამპანიის სახე გახდა.
ბრენდის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში მატილდა, რომელიც ადრე უკვე გამხდარა ისეთი ბრენდების სახე, როგორებიცაა Balenciaga და Gucci, მკაცრი სილუეტებითა და დრამატული განწყობით გაფორმებულ ლუქებში Situationist-ის იდენტობას ინარჩუნებს.
მატილდას ქართული მოდის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის კამპანიაში ჩართვა, ერთგვარი ფესვებთან დაბრუნება და ქართული მოდის პოპულარიზაციისთვის გლობალურ სცენაზე გადადგმული ნაბიჯია.
View this post on Instagram