„ქართველი შეუჩერებელია!“ – კვარას გოლი „ფლამენგოს“ კარში
1765995802
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლამდე ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„საშინელი ტრაგედია მოხდა, თვალებიდან და ტვინიდან არ ამომდის, რაც ვნახე!“
„ზუსტად ჩემს კორპუსთან მოხდა. დავიხოცეთ, ვინც შევესწარით ამ ტრაგედიას...“.
„ბავშვი კონტაქტური გადაიყვანეს, იმედია, კარგად იქნება...“, – წერენ თვითმხილველები სოციალურ ქსელში.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.