ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ახალ წლამდე მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზი ელოდება
1766005687
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის ზავთან დაკავშირებით ცინიკური და ბრუტალური იყო.
„ბერლინმა ბოლო დღეებსა და საათებში დიპლომატიის თვალსაზრისით, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ყველა იმ ადამიანმა, ვინც ახლა მიიჩნევს, რომ მხოლოდ დიპლომატიას შეუძლია ამ ომის დასრულება, უნდა გაიხსენოს, რა უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა ჩემს საჯარო მოთხოვნას, რომ შობაზე მაინც შეეწყვიტათ ცეცხლი. ამ მოთხოვნაზე პასუხი უფრო ცინიკური და ბრუტალური ვერ იქნებოდა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირას ბრიუსელში ევროკავშირის სხვა ლიდერებს შეხვდება, რათა განაგრძონ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხის განხილვა.
ცნობისთვის, მანამდე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, რომ „უკრაინელი ხალხი შობის პერიოდში დატოვონ მშვიდად, დაბომბვებისა და სარაკეტო თავდასხმების გარეშე“ და აღნიშნა, რომ რუსეთზეა დამოკიდებული, შესაძლებელი იქნება თუ არა შობამდე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი დამოკიდებული იქნება იმაზე, მიღწეული იქნება თუ არა სამშვიდობო შეთანხმება.