„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა.
ავარიის შედეგად ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან.
ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.
დაშავებულია ავტომობილის მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.