ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ხაშურთან მომხდარი ავარიის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევას 25 წლის თორნიკე ნოზაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფაქტს სოციალურ ქსელში თვითმხილველი ეხმაურება.
„ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა მომხდარიყო... შევესწარი, შოკში ვარ.. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს და გაიგეს, დაიღუპა, რაც იქ ხდებოდა... არ ვიცი, დიდხანს არ ამომივა თვალებიდან“, - წერს თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ორი ახალგაზრდა იჯდა, ტრაილერი დაეჯახა. ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.