მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
გასული წლის ივნისში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ მთელი საბერძნეთი შეძრა. 19 წლის გოგო, მამის მკვლელობაში დედას ადანაშაულებს.
„მე არ მომიკლავს. ეს დედაჩემმა გააკეთა და მაიძულა მეთქვა, რომ მამა ჩემზე სექსუალურად ძალადობდა.“- აცხადებს გოგო.
საპირისპიროს ამტკიცებს ქალი და აცხადებს, რომ მისი ქმარი სასიკვდილოდ მათმა შვილმა გაიმეტა. თავად კი ამ ყველაფრის მომსწრე და უნებლიე თვითმხილველი გახდა.
ახლა, თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს 49 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმე, რომლის საბრალდებო სკამზე, მოკლულის მეუღლე და მათი 19 წლის ქალიშვილი ისხდებიან.