აშშ-ის დაზვერვა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
1778317276
ამ წუთებში, ძლიერი ხანძარია შავნაბადას ტერიტორიაზე. ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია.
სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი კადრები ვრცელდება.
ხანძრის გამო, დაკვამლიანება და ფერფლია დედაქალაქის გარკვეულ უბნებშიც.
როგორც ,,პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.