მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა. მარტოხელა ქალს სახლში გაზი აუფეთქდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და მიმდინარეობს პაციენტის გამოკვლევა.
მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საგანგებო სამსახური. მომხდარის შედეგად დაზიანებულია კორპუსის პირველი და მეორე სართულები. მცხოვრებლები ტელეკომპანია "ბორჯომთან" შემთხვევის დეტალებს ჰყვებიან.