1761855398
უბედური შემთხვევა საჩხერე-ჭიათურის გზაზე - მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი ამოტრიალდა
 
                                                                საჩხერე-ჭიათურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










