სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ფეისბუქ“ გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.