წყალდიდობა და ძლიერი სეტყვა გერმანიაში - დატბორილია გზები, მოგლეჯილია ხეები

ტტ

წყალდიდობა და ძლიერი სეტყვა - გერმანიაში სტიქიას ებრძვიან. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, განსაკუთრებულად რთული ვითარება საქსონიასა და ბავარიაში იყო. დატბორილია გზები, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში ძლიერი სეტყვა იყო, ნალექის დიამეტრმა 2 სანტიმეტრი შეადგინა.

მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველები პრობლემების აღმოსაფხვრელად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.