ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. დაღუპულია 38 წლის მამაკაცი. შემთხვევა გვიან ღამით ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილს სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 38 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.