რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
თურქეთის, ჩრდილოეთ მარმარილოს გზატკეცილზე, სამგზავრო ავტობუსი დამცავ ჯებირს შეეჯახა და გადატრიალდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 209 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავტობუსი ტოკათიდან თეკირდაგში მიემართებოდა.
ავარიის შესახებ შეტყობინების შემდეგ, ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების, სახანძრო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკებში გადაიყვანეს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.