„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს და თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
როგორც დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ცნობა დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ თურქეთში, ქალაქ კაჰრამანმარაშში შოკისმომგვრელია. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო თურქ მეგობრებს და ვუსურვო სწრაფად გამოჯანმრთელება ყველა დაშავებულს“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანია დაღუპული. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.