„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“,- წერია პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანია დაღუპული. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.