1696234801
საკუთარი სახლის წინ იჯდა ცოლ-ქმარი, როცა მანქანა დაეჯახა - უმძიმესი ავარიის დეტალები

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. დაღუპულია ცოლ-ქმარი. შემთხვევა წუხელ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.