რუსთავში რესტორანში ხანძარი გაჩნდა - რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან

ხანძარი

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში, გამწოვს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი და დროულად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.