როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ავარიის შედეგად დაღუპულ დავით კაკულიას ემშვიდობებიან.
„ჩემი დათო, მოსაფერებლადაც არ გვყავხარ...“
„ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო...
დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“,- წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.