საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

„რეგიონში ძლიერი ქარი ქრის, ზოგჯერ ბოფორტის სკალით შვიდ ბალამდე აღწევს. ეს ხელს უწყობდა ხანძრის საშიშ მასშტაბებამდე სწრაფად გავრცელებას“, – აღნიშნავს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი.

ხელისუფლების ცნობით, სანაპირო ზონებიდან, კოლონესა და სატერლიდან სულ 502 ადამიანია ევაკუირებული.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, პერისტერიასა და სელინიაში ორ ხანძართან საბრძოლველად 260 მეხანძრე, 58 სატრანსპორტო საშუალება და 15 სატყეო ჯგუფია მობილიზებული, მათ ათი თვითმფრინავი და რვა ვერტმფრენი ეხმარება.

როგორც მედია წერს, ხანძრის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხოლო ხუთი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.