მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
36 წლის ქალმა მოსკოვთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისოში“ ქართველი მზარეული და ამავე რესტორნის მფლობელი მოკლა, შემთხვევა მიტიშჩში მოხდა.
დაპირისპირება თანამშრომლებს შორის სამზარეულოში დაიწყო. 36 წლის ტაჯიკეთის მოქალაქემ ქართველ მზარეულს დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 50-წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ვრცელდება სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დანაშაულის ფაქტია ასახული. ქალი ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა.