შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1749631019
ავსტრიული პრესის ცნობით, ქალაქ გრაცში სკოლაზე თავდამსხმელი სავარაუდოდ 22 წლის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. გაზეთი Salzburger Nachrichten-ი წერს, რომ ის შეიარაღებული იყო ორი ცეცხლსასროლი იარაღით.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმისას ათი ადამიანია დაღუპული. ქალაქის მერის, ელკე კარის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია. Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, მან საპირფარეშოში თავი მოიკლა. პოლიციას თავდამსხმელის ვინაობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმისას მოკლულებს შორის სულ მცირე შვიდი მოსწავლეა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რიცხვი უცნობია. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამჟამად საფრთხე აღმოფხვრილია.
სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას. სკოლა, სადაც თავდასხმა მოხდა, ქალაქის რკინიგზის ცენტრალურ სადგურთან მდებარეობს.
გრაცი ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქია.